გაკვეთილის გეგმები

                                 
გაკვეთილის მთავარი თემა
სიკეთე გადამდებია
სწავლების საფეხურები
დაწყებითი მე-6 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
29 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ეს გაკვეთილი უკავშირდება შესწავლილი ნაწარმოებებს  და დღევანდელი ცხოვრებაში აქტუალური საკითხით  გამოირჩევა
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
 6.2სხვადასხვა სახის ტექსტების შეგნებულად და გააზრებულად კითხვა
6.7;სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა;  •
6.9სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებში გამოკვეთილი პრობლემის ერთმანეთთან დაკავშირება, შედარება და შეპირისპირება;•     

წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან რა არის სიკეთე.განმარტებები იმ სიტყვებისა, რომლებიც სიკეთეს  უკავშირდება.სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები.
შეფასების საგანი და პროცედურები

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,კომპიუტერი.დაფა.ცარცი.პროექტორი.ფერადი ფურცლები.მარკერები და ფორმატის ფურცლები   ჯიპრაიდის წიგნი,,მე და ანა“

გაკვეთილის მსვლელობა
1.განვლილი მასალის გამოკითხვა---გონებრივი იერიშის გამოყენებით.მოსწავლეებს ვავალებ სიტყვა სიკეთეს დაუკავშირონ ის სიტყვები ,რომლების ასოცირდება სიკეთესთან ,,სიკეთე“--სიყვარული
                                                                                         მადლი
                                                                                          მეგობრობა
                                                                                          სიხარული
                                                                                           თანადგომა( 5წუთი)
ვკითხულობთ მოთხრობას,,მე და ანა’(’4წუთი)

შემდეგ ვიწყებთ  წინასწარ მომზადებულ ჯუფებში   მუშაობას,თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას.1.ჯგუფი:დაახასიათონ ანა
                      2.დაახასიათონ ნინო
                       3.დაახასიათონ მოხუცი
                       4. სიტყვის პირამიდის გამოყენებით  განმარტონ სიტყვები
                       5.გამოიძიონ  სიტყვა ,,გორგოლაჭი’’კომპიუტერის და ლექსიკონის დახმარენბით  და წარმოადგინონ ფოტო მასალა.                               (10წუთი)
;პრეზენტაცია ზეპირი. მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში აკეთებს კომენტარებს.                      (15 წუთი)
ფილმის ჩვენება სიკეთეზე.              (3წუთი)
შეჯამება:1.რა   იყო საინტერესო და რა მოგვცა დღევანდელმა გაკვეთილმა?წერილობით დაწერონ,რათა მოხდეს მეორე გაკვეთილზე განხილვა
               2.მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების  კითხვარს.                                                                                                                                            ( 8წუთი)




                                                                                                                     133-ე  საჯარო სკოლა,კლასი  VII
                                                                                                                   2014-2015სასწავლო წელი
                                                        
                                                                   გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის ჩატარების ფორმა

პრეზენტაცია
თემა,პრეზენტაციის სათაური
,,ჩემი გალაკტიონი“
სასწავლო მასალა 
გალაკტიონის  ლექსები.კრიტიკოსთა მოსაზრებები გალაკტიონის  შესახებ.
გაკვეთილის ძირითადი მიზანი
·         გალაკტონის შემოქმედების გაცნობა–გაანალიზება.
·         კრიტიკოსთა შეფასებების მოსმენა,  გალაკტიონი ქართველი მწერლების თვალით დანახული
·         ლექსების ფორმისა და შინაარსზე  დაკვირვების უნარ–ჩვევის განვითარებაზე მუშაობა
·         ლექსის  რითმასა  და რიტმზე  დაკვირვება.
შედეგი ეროვნული სტანდარტის  მიხედვით
შედეგი  თვალსაჩინოა  თუ  მოსწავლე  ქართ.VII.7მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაგება–გააზრება,მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
ქართ.VII.1მოსწავლეს სეუძლია უცნობი ტექსტების ზეპირად წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ.VII.8მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტების  შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.

გაკვეთილის მსვლელობა
გაიმართა პრეზენტაცია .წინასწან  დამზადებული  სლაიდ–შოუს  თანხლებით  ბავშვებმა წარმოადგინეს  გალაკტიონის ლექსები,ქართველი მწერლებისა  და გალაკტიონის  თანამედროვეთა  შეფასებები.
შეფასება

მოსწავლეები  შეაფასა დამსწრე საზოგადოებამ და მოწვეულმა სტუმრებმა.საუკეთესო მოსწავლეები შეფასდა  ქულით.პრეზენტაციაში  წარმატების მონაწილეობისათვის.
დამატებითი  რესურსები
გალაკტიონის ლექსების კრებული.ვახტანგ ჯავახაძის წიგნი ,,უცნობი“ ნოდარ დუმბაძის ჩანაწერები
.კომპიუტერი.პროცესორი.


No comments:

Post a Comment