აკაკი წერეთლის ბიოგრაფია
განათლება
აკაკი წერეთელი დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფელ სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა. აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდანკი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.
ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― „საიდუმლო ბარათი“, რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს „ხუმარა“, რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.
ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლი თბილისში.
წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908),
რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში,
საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
ილია ჭავჭავაძე დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. მისი მშობლები თავადები იყვნენ. მამა – გრიგოლ ჭავჭავაძე იმდროისათვის დიდად განათლებული
პიროვნება
გახლდათ,
დედა
– მარიამ
ბებურიშვილი
კი
ქართული
ლიტერატურის
უბადლო
მცოდნე
ყოფილა,
მას
სულ
ზეპირად
სცოდნია
თითქმის
ყველა
ლექსი,
ყველა
ძველებური
მოთხრობა
და
რომანი,
რომელიც
მაშინ
იშოვებოდა.
დედა
შვილებსაც
უნერგავდა
მშობლიური
ლიტერატურის
სიყვარულს.
მაგრამ
ილიას
პატარობაშივე
გარდაცვლია
ჯერ
დედა,
მალე
კი
მამაც.
დაობლებული
ილია
და
მისი
და-ძმები მამიდა მაკრინემ
წაიყვანა
აღსაზრდელად.
რომ
წამოიზარდა,
ილია
ჯერ
კერძო
პანსიონში,
შემდეგ
კი
თბილისის
ვაჟთა
გინმაზიაში
მიაბარეს
სასწავლებლად,
რომელიც
მან
წარმატებით
დაამთავრა.
ადრე
საქართველოში
უმაღლესი
სასწავლებლები
არ
იყო
და
ამიტომ,
ვისაც
სწავლის
გაგრძელება
უნდოდა,
რუსეთში
უნდა
წასულიყო.
ილიაც
დაადგა
შორეულ
გზას
რუსეთისაკენ.
სწორედ
ამ
დროს
დაიწერა
მისი
ერთ-ერთი ცნობილი
ლექსი
„ყვარლის
მთებს“,
რომლითაც
ილია
ემშვიდობებოდა
თავის
სამშობლოს
მთელი
ოთხი
წლით.
პეტერბურგი იმ დროს რუსეთის დედაქალაქი იყო, იქ ცნობილი უნივერსტეტი მდებარეობდა. ილია იურიდიულ
ფაკულტეტზე
ჩაირიცხა.
მან
იცოდა,
რომ
სამშობლოს
განათლებული
ადამიანები
სჭირდებოდა.
ამიტომ
დაუღალავად
შრომობდა,
ბევრს
მეცადინეობდა,
კითხულობდა.
მან
თავის
გარშემო
შემოიკრიბა
პეტერბურგში
მყოფი
ქართველები,
რომლებიც
მასავით
ცოდნის
გასაღრმავებლად
ჩასულიყვნენ
იქ.
ისინი
ერთად
ფიქრობდნენ
საქართველოს
მომავალზე
და
იმაზე,
თუ
რითი
შესძლებდნენ
დახმარებოდნენ
სამშობლოს.
სწავლის დასრულების შემდეგ ილია სამშობლოში დაბრუნდა. მას ძალიან ბევრი რამის გაკეთება სურდა. საქართველო იმ დროს მეტად მძიმე მდგომარეობაში იყო: რუსეთის
იმპერიას
უკვე
დიდი
ხანია
გაეუქმებინა
მეფობა,
აღარც
ეკლესია
იყო
დამოუკიდებელი,
წირვა-ლოცვა რუსულად
ტარდებოდა,
არ
არსებობდა
ქართული
სკოლები.
იმ
სკოლებში
კი,
რომლებიც
მაშინ
საქართველოში
იყო,
მხოლოდ
რუსულად
ასწავლიდნენ.
ბევრმა
ადამიანმა
წერა-კითხვა არ იცოდა.
ილიამ და მისმა მეგობრებმა დააარსეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელიც
სრულიად
უსასყიდლოდ
ასწავლიდა
ხალხს
წერა-კითხვას,
ურიგებდა
წიგნებს.
ილია
ჭავჭავაძის
მონდომებით
დაარსდა
ასევე
ქართული
ჟურნალი,
რომელსაც
„საქართველოს
მოამბე“
ერქვა,
მასში
გამოჩენილი
ქართველი
მწერლების
ლექსები,
მოთხრობები,
პოემები,
წერილები
იბეჭდებოდა.
ძალიან
მნიშვნელოვანი
იყო
ილიას
დანიშვნა
სათავადაზნაურო-საადგილმამულო
ბანკის
თავმჯდომარედ,
ეს
ბანკი
ილიამ
ეროვნულ
ბანკად
აქცია,
რომელიც
უდიდეს
ფულად
დახმარებას
უწევდა
საქართველოს
ყველა
ძირითად
საზოგადოებრივ-კულტურულ
თუ
საგანმანათლებლო
დაწესებულებას.
იმდროინდელ საქართველოში რუსი ჩინოვნიკები
ყველანაირად
ცდილობდნენ,
ჩაეკლათ
ქართული
სიტყვა,
ქართული
სული,
ქართულად
ლაპარაკსაც
კი
სირცხვილად
თვლიდნენ.
ამ ფონზე ილიამ დააარსა ქართული თეატრი, სადაც იდგმებოდა პიესები ქართულად ქვეყნისათვის საჭირბოროტო თემებზე.
ასევე
გაიხსნა
ქართული
გიმნაზია
და
წინამძღვრიანთკარის
სამეურნეო
სკოლა.ამ მრავალმხრივ
საქმიანობასთან
ერთად
ილია
არ
ივიწყებდა
მწერლობას.
მან
დაგვიტოვა
უამრავი
ლექსი,
პოემები,
მოთხრობები,
წერილები,
რომელთა
ერთადერთი
ტკივილი
და
საზრუნავი
საქართველო
და
მისი
მომავალი
იყო,
მათში
ილიამ
დაგვისახა
გზა,
რომლითაც
უნდა
ვიაროთ,
თუ
გვინდა,
რომ
ჩვენი
სამშობლო
ძლიერი,
თავისუფალი
და
გაბრწყინებული
იყოს.
მაგრამ
საქართველოს
მხოლოდ
მოყვრები
როდი
ჰყავდა.
საქართველოს
ფარული
თუ
აშკარა
მტრები
ილია
ჭავჭავაძესაც
მტრობდნენ.
ერთხელ, როდესაც ილია თავის მეუღლესთან – ოლღასთან ერთად ეტლით თბილისიდან
საგურამოს
მიემგზავრებოდა,
წიწამურთან
მათ
წინ
გადაუდგნენ
შეიარაღებული
პირები
და
თოფები
ეტლში
მყოფთაკენ
მიმართეს.
ილია
ფეხზე
წამოდგა
და
დაუძახა:
„რას
სჩადით?
ილია
ვარო“.
„ილია
რომ
ხარ,
იმიტომ
უნდა
მოგკლათო“,
– უპასუხნიათ
ჯალათებს
და
სროლა
აუტეხიათ.
ილია
და
მისი
მოურავი
იქვე
გარდაიცვალნენ,
ხოლო
ოლღა
მძიმედ
დაიჭრა.
ეს საშინელი ამბავი ელვასავით მოედო მთელს საქართველოს. გლოვითა და ტირილით
აივსო
სახლები.
ილიას
ხომ
ყველა
საქართველოს
მამად,
უგვირგვინო
მეფედ
თვლიდა.
„საქართველო
დაობლდაო“,
ასე
შეაფასეს
მაშინდელმა
ქართველებმა
ილიას
სიკვდილი.
გასვენებაზე
ქუჩები
გაჭედილი
იყო
ხალხით,
ყველას
სურდა,
უკანასკნელი
პატივი
მიეგო
სათაყვანო
მამულიშვილისათვის.
ქართველმა
ერმა
თავისი
მოწიწება
და
სიყვარული
იმით
გამოხატა,
რომ
ილიას
ნეშტი
თბილისის
ერთ-ერთ უწმინდეს
ადგილას
– მთაწმინდაზე
დაკრძალა.
ხოლო
რამოდენიმე
წლის
წინ
საქართველოს
მართლმადიდებელმა
ეკლესიამ
იგი
წმინდანთა
დასში
შერაცხა
და
უწოდა
წმინდა
ილია
მართალი.
აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის
გამოყენება,
დასაშვებია
მხოლოდ
მისივე
გვერდის
ბმულის
წყაროდ
მითითებით!
ანა
კალანდაძის ბიოგრაფია
ანა პავლეს ასული კალანდაძე დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს
ჩოხატაურის
რაიონის
სოფელ
ხიდისთავში.
საშუალო
სკოლა
დაამთავრა
ქუთაისში
1941 წელს,
იმავე
წელს
სწავლა
განაგრძო
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
ფილოლოგიის
ფაკულტეტზე,
რომელიც
დაამთავრა
კავკასიური
ენების
სპეციალობით
1946 წელს.
1952 წლიდან
მუშაობს
საქართველოს
მეცნიერებათა
აკადემიის
ა.
ჩიქობავას
სახელობის
ენათმეცნიერების
ინსტიტუტის
ლექსიკოლოგიის
განყოფილებაში
უფროსი
მეცნიერ
თანამშრომლის
თანამდებობაზე
– ეს
წოდება
სამეცნიერო
ხარისხის
დაუცველად
მიენიჭა
მას
1973 წელს
ინსტიტუტის
გადაწყვეტილებით.
1993 წელს აირჩიეს
საქართველოს
მეცნიერებათა
აკადემიის
აკადემიკოსად.
წლების
განმავლობაში
მუშაობდა
საქართველოს
სახელმწიფო
ენის
მუდმივი
კომისიის
წევრად,
მწერალთა
გამგეობის
პრეზიდიუმისა
და
ენათმეცნიერების
ინსტიტუტის
სამეცნიერო
საბჭოს
წევრად.
დაჯილდოებულია
”საპატიო
ნიშნის”
ორი
ორდენით
და
ღირსების
ორდენით.
1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
1985 წელს ციკლისათვის ”თავაწეული ქართული დროშები” და ბოლო წლებში გამოქვეყნებული მთელი რიგი ლექსებისათვის
მიენიჭა
რუსთაველის
სახელობის
სახელმწიფო
პრემია.
იმავე
წელს
მიენიჭა
გალაქტიონ
ტაბიძის
სახელობის
პრემია.
1997 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია პუბლიცისტიკის დრაგში – თხზულებათა
მეორე
ტომში
შესული
პუბლიცისტურ-ესეისტური
წერილებისათვის.
2006 წელს ანა კალანდაძეს კიდევ ერთი ლიტერატურული პრემია მიანიჭეს – სწორედ ის გახდა საპატიო “საბას” ლაურეატი, რომელიც ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის
გადასცეს.
“დღეს
ბედნიერი
ვარ,
რადგან
თანამედროვე
ქართული
ლიტერატურის
ჯილდო
გადმომეცა.
ეს
ნიშნავს,
რომ
ჩემი
ლექსები
ჯერ
კიდევ
აინტერესებს
ახალგაზრდა
მკითხველს”,
– ასეთი
იყო
ანა
კალანდაძის
მცირე
კომენტარი.
ანა კალანდაძე გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს
83 წლის
ასაკში,
ხანგრძლივი
ავადმყოფობის
შედეგად.
გარდაცვალებამდე
3 თვის
წინ
პოეტმა
ინსულტი
გადაიტანა,
რაც
მისი
ჯანმრთელობის
გაუარესების
მიზეზად
იქცა.
ანა
კალანდაძე
სამების
საკათედრო
ტაძრიდან
გამოასვენეს
და
მთაწმინდის
მწერალთა
და
საზოგადო
მოღვაწეთა
პანთეონში
დაკრძალეს.
ანა კალანდაძემ ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946 წელს გაზეთ ”ლიტერატურა
და
ხელოვნებასა”
და
ჟურნალ
”მნათობში”.
ლექსების
პირველი
კრებული
გამოსცა
1953 წელს,
რომელმაც
დიდი
პოპულარობა
და
საყოველთაო
სიყვარული
მოუტანა.
მისი
პოეტური
კრებულები
შემდგომში
მრავალჯერ
გამოიცა
(1957, 1960, 1967, 1976, 1984, 1985). ყველაზე სრულია მისი ორტომეული, სადაც ორიგინალური ლექსების გარდა დაბეჭდილია ს. მალარმეს, ა. პუშკინის და სხვა პოეტური თარგმანები, აგრეთვე წერილები, ესეები, მოგონებები.ანა კალანდაძის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.
ანა კალანდაძის პოეზია უაღესად თვითმყოფადია. მან ქართულ პოეზიაში
ხანგძლივი
ინტერვალის
შემდეგ
კვლავ
გამოხატა
სულიერი
სინაზე
და
სიფაქიზე.
მისი
ლექსები
გამოირჩევა
სინატიფით
და
პოეტური
აზროვნების
მაღალი
კულტურით.
ნებისმიერ
თემაზე
დაწერილი
მისი
ლექსები
გამოირჩევა
სულიერი
სინაზით,
ინტიმური
ელფერით,
ჰარმონიული
სადა
სტილით
და
ასევე
ჰარმონიული
ფორმით.
პოეტური
პათეტიკისა
და
გულითადობის
შეზავება
ხდება
ზომიერი
არქაიზაციისა
და
სასაუბრო
ინტონაციების
შერწყმით.ასე აჟღერდა
მის
ლექსებში,
კერძოდ
მშვიდობიანი
ცხოვრების
დასაწყისის
თემაც
(“კარში
გამო
ჭიაჭია
მარია”,1946);
ასეთია
ბუნების
განცდა
(“თუთა”,
1945; “ჟუჟუნა
წვიმა
მოვიდა”,
1946; “ბეთანიის
გზაზე”,
1954). ისტორია
ანას
ლექსში
არასოდეს
არ
გვევლინება
გაყინული
სახით
და
თანადროულობაც
პოეტის
წარმოდგენაში
ხშირად
იწვევს
გარდასულ
დროთა
ცხოველ
მოგონებას
(“შენ
ისე
ღრმა
ხარ,
ქართულო
ცაო“,
“ასეთი
დარი
თუ
იყო
მაშინ“,
ორივე
1945; “ღრუბლები”,1953).
ანა
კალანდაძის
პატრიოტიზმი
გამოხატავს
ერის
არსებით
თვისებათა
-სიკეთის,
ქედუხრელობიის,
სიდიადის,
შეწყალების
ორგ.
განცდას
“საქართველოო
ლამაზო,”
მრავალლჟამიერ”,
1952, “ფეხი
დამადგით”,
მას
ალავერდის
დიდებულ
ტაძარს”,
ორივე
1959). მისი
ლექსის
ჟღერადობა
ეფუძნება
თანამედროვე
ადამიანის
ზნეობრივი
სიწმინდისა
და
ამაღლების
დაცვას
(“ნუ
მიმცემ
ეჭვთა”,
1957; “ისევ
გახსენი
გული
ჩენი”,
1961). სიყვარული
ანას
შემოქმედებაში
განუმეორებელი
კდემით
აღსავსე,
ამაღლებული
და
სევდანარევი
რომანტიკული
განცდა
(“რისად
არ
მომხედავ
“, 1945, “შეყვარებული
ოდეს
ქარები”,
1954).
ანა კალანდაძე სიცოცხლეშივე იყო აღიარებული
სახალხო
პოეტად,
მისი
ლექსები
კი
ჩვენს
ბავშვობას
გასდევდა
რითმებად.
ანა
კალანდაძე
ქართული
პოეზიის
ნამდვილი
დედოფალი
იყო,
რაზეც
არა
მხოლოდ
ქართველი
მკითხველის
დამოკიდებულება,
არამედ
მის
მიმართ
უცხოელი
პოეტებისა
თუ
ლიტერატორების
მიერ
გამოთქმული
სიტყვებიც
მოწმობს.
ბელა ახმადულინა თავის წერილებში უდიდესი სითბოთი იხსენებს ანა კალანდაძესთან და მის პოეზიასთან პირველ შეხვედრას: “70-იანი წლების დასაწყისში
თბილისში
სტუმრობისას
ჩემი
მასპინძლები
ქართველი
მწერლები
და
პოეტები
იყვნენ.
როდესაც
პოეზიაზე
ჩამოვარდებოდა
საუბარი,
ყველა
ანა
კალანდაძეს
ახსენებდა.
მისი
რამდენიმე
ლექსის
რუსული
თარგმანი
წაკითხული
მქონდა,
რამაც
ამ
პოეტის
შესახებ
ძალიან
თბილი
შთაბეჭდილება
დამიტოვა.
ერთ-ერთ შეკრებაზე
კი
თავადაც
მობრძანდა
და
რამდენიმე
ლექსი
წაიკითხა.
ეს
იყო
დაუვიწყარი
სიტყვები,
ფრაზები,
რითმები.
თვითოეული
ლექსი
ჩემს
წარმოსახვაში
ულამაზეც
ნახატებად
იშლებოდა.
მოგვიანებით
მომეცა
საშუალება
ანას
ლექსები
რუსულად
მეთარგმნა,
კრებული
გამოიცა
და
უდიდესი
წარმატებით
სარგებლობდა.
თარგმნისას
კი
ჩემს
სამუშაო
ოთახში
საქართველოს
მშვენიერი
ბუნება
იშლებოდა
და
თითქოს
იმ
ისტორიულ
ადამიანებსაც
ვხედავდი,
რომლებზეც
ანა
კალანდაძე
წერდა”.
აკაკი წერეთლის ბიოგრაფია
განათლება
აკაკი წერეთელი დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფელ სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა. აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდანკი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს „ხუმარა“, რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.
ილია ჭავჭავაძე დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. მისი მშობლები თავადები იყვნენ. მამა – გრიგოლ ჭავჭავაძე იმდროისათვის დიდად განათლებული
პიროვნება
გახლდათ,
დედა
– მარიამ
ბებურიშვილი
კი
ქართული
ლიტერატურის
უბადლო
მცოდნე
ყოფილა,
მას
სულ
ზეპირად
სცოდნია
თითქმის
ყველა
ლექსი,
ყველა
ძველებური
მოთხრობა
და
რომანი,
რომელიც
მაშინ
იშოვებოდა.
დედა
შვილებსაც
უნერგავდა
მშობლიური
ლიტერატურის
სიყვარულს.
მაგრამ
ილიას
პატარობაშივე
გარდაცვლია
ჯერ
დედა,
მალე
კი
მამაც.
დაობლებული
ილია
და
მისი
და-ძმები მამიდა მაკრინემ
წაიყვანა
აღსაზრდელად.
რომ
წამოიზარდა,
ილია
ჯერ
კერძო
პანსიონში,
შემდეგ
კი
თბილისის
ვაჟთა
გინმაზიაში
მიაბარეს
სასწავლებლად,
რომელიც
მან
წარმატებით
დაამთავრა.
ადრე
საქართველოში
უმაღლესი
სასწავლებლები
არ
იყო
და
ამიტომ,
ვისაც
სწავლის
გაგრძელება
უნდოდა,
რუსეთში
უნდა
წასულიყო.
ილიაც
დაადგა
შორეულ
გზას
რუსეთისაკენ.
სწორედ
ამ
დროს
დაიწერა
მისი
ერთ-ერთი ცნობილი
ლექსი
„ყვარლის
მთებს“,
რომლითაც
ილია
ემშვიდობებოდა
თავის
სამშობლოს
მთელი
ოთხი
წლით.
პეტერბურგი იმ დროს რუსეთის დედაქალაქი იყო, იქ ცნობილი უნივერსტეტი მდებარეობდა. ილია იურიდიულ
ფაკულტეტზე
ჩაირიცხა.
მან
იცოდა,
რომ
სამშობლოს
განათლებული
ადამიანები
სჭირდებოდა.
ამიტომ
დაუღალავად
შრომობდა,
ბევრს
მეცადინეობდა,
კითხულობდა.
მან
თავის
გარშემო
შემოიკრიბა
პეტერბურგში
მყოფი
ქართველები,
რომლებიც
მასავით
ცოდნის
გასაღრმავებლად
ჩასულიყვნენ
იქ.
ისინი
ერთად
ფიქრობდნენ
საქართველოს
მომავალზე
და
იმაზე,
თუ
რითი
შესძლებდნენ
დახმარებოდნენ
სამშობლოს.
სწავლის დასრულების შემდეგ ილია სამშობლოში დაბრუნდა. მას ძალიან ბევრი რამის გაკეთება სურდა. საქართველო იმ დროს მეტად მძიმე მდგომარეობაში იყო: რუსეთის
იმპერიას
უკვე
დიდი
ხანია
გაეუქმებინა
მეფობა,
აღარც
ეკლესია
იყო
დამოუკიდებელი,
წირვა-ლოცვა რუსულად
ტარდებოდა,
არ
არსებობდა
ქართული
სკოლები.
იმ
სკოლებში
კი,
რომლებიც
მაშინ
საქართველოში
იყო,
მხოლოდ
რუსულად
ასწავლიდნენ.
ბევრმა
ადამიანმა
წერა-კითხვა არ იცოდა.
ილიამ და მისმა მეგობრებმა დააარსეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელიც
სრულიად
უსასყიდლოდ
ასწავლიდა
ხალხს
წერა-კითხვას,
ურიგებდა
წიგნებს.
ილია
ჭავჭავაძის
მონდომებით
დაარსდა
ასევე
ქართული
ჟურნალი,
რომელსაც
„საქართველოს
მოამბე“
ერქვა,
მასში
გამოჩენილი
ქართველი
მწერლების
ლექსები,
მოთხრობები,
პოემები,
წერილები
იბეჭდებოდა.
ძალიან
მნიშვნელოვანი
იყო
ილიას
დანიშვნა
სათავადაზნაურო-საადგილმამულო
ბანკის
თავმჯდომარედ,
ეს
ბანკი
ილიამ
ეროვნულ
ბანკად
აქცია,
რომელიც
უდიდეს
ფულად
დახმარებას
უწევდა
საქართველოს
ყველა
ძირითად
საზოგადოებრივ-კულტურულ
თუ
საგანმანათლებლო
დაწესებულებას.
იმდროინდელ საქართველოში რუსი ჩინოვნიკები
ყველანაირად
ცდილობდნენ,
ჩაეკლათ
ქართული
სიტყვა,
ქართული
სული,
ქართულად
ლაპარაკსაც
კი
სირცხვილად
თვლიდნენ.
ამ ფონზე ილიამ დააარსა ქართული თეატრი, სადაც იდგმებოდა პიესები ქართულად ქვეყნისათვის საჭირბოროტო თემებზე.
ასევე
გაიხსნა
ქართული
გიმნაზია
და
წინამძღვრიანთკარის
სამეურნეო
სკოლა.ამ მრავალმხრივ
საქმიანობასთან
ერთად
ილია
არ
ივიწყებდა
მწერლობას.
მან
დაგვიტოვა
უამრავი
ლექსი,
პოემები,
მოთხრობები,
წერილები,
რომელთა
ერთადერთი
ტკივილი
და
საზრუნავი
საქართველო
და
მისი
მომავალი
იყო,
მათში
ილიამ
დაგვისახა
გზა,
რომლითაც
უნდა
ვიაროთ,
თუ
გვინდა,
რომ
ჩვენი
სამშობლო
ძლიერი,
თავისუფალი
და
გაბრწყინებული
იყოს.
მაგრამ
საქართველოს
მხოლოდ
მოყვრები
როდი
ჰყავდა.
საქართველოს
ფარული
თუ
აშკარა
მტრები
ილია
ჭავჭავაძესაც
მტრობდნენ.
ერთხელ, როდესაც ილია თავის მეუღლესთან – ოლღასთან ერთად ეტლით თბილისიდან
საგურამოს
მიემგზავრებოდა,
წიწამურთან
მათ
წინ
გადაუდგნენ
შეიარაღებული
პირები
და
თოფები
ეტლში
მყოფთაკენ
მიმართეს.
ილია
ფეხზე
წამოდგა
და
დაუძახა:
„რას
სჩადით?
ილია
ვარო“.
„ილია
რომ
ხარ,
იმიტომ
უნდა
მოგკლათო“,
– უპასუხნიათ
ჯალათებს
და
სროლა
აუტეხიათ.
ილია
და
მისი
მოურავი
იქვე
გარდაიცვალნენ,
ხოლო
ოლღა
მძიმედ
დაიჭრა.
ეს საშინელი ამბავი ელვასავით მოედო მთელს საქართველოს. გლოვითა და ტირილით
აივსო
სახლები.
ილიას
ხომ
ყველა
საქართველოს
მამად,
უგვირგვინო
მეფედ
თვლიდა.
„საქართველო
დაობლდაო“,
ასე
შეაფასეს
მაშინდელმა
ქართველებმა
ილიას
სიკვდილი.
გასვენებაზე
ქუჩები
გაჭედილი
იყო
ხალხით,
ყველას
სურდა,
უკანასკნელი
პატივი
მიეგო
სათაყვანო
მამულიშვილისათვის.
ქართველმა
ერმა
თავისი
მოწიწება
და
სიყვარული
იმით
გამოხატა,
რომ
ილიას
ნეშტი
თბილისის
ერთ-ერთ უწმინდეს
ადგილას
– მთაწმინდაზე
დაკრძალა.
ხოლო
რამოდენიმე
წლის
წინ
საქართველოს
მართლმადიდებელმა
ეკლესიამ
იგი
წმინდანთა
დასში
შერაცხა
და
უწოდა
წმინდა
ილია
მართალი.
აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის
გამოყენება,
დასაშვებია
მხოლოდ
მისივე
გვერდის
ბმულის
წყაროდ
მითითებით!
ანა
კალანდაძის ბიოგრაფია
ანა პავლეს ასული კალანდაძე დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს
ჩოხატაურის
რაიონის
სოფელ
ხიდისთავში.
საშუალო
სკოლა
დაამთავრა
ქუთაისში
1941 წელს,
იმავე
წელს
სწავლა
განაგრძო
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
ფილოლოგიის
ფაკულტეტზე,
რომელიც
დაამთავრა
კავკასიური
ენების
სპეციალობით
1946 წელს.
1952 წლიდან
მუშაობს
საქართველოს
მეცნიერებათა
აკადემიის
ა.
ჩიქობავას
სახელობის
ენათმეცნიერების
ინსტიტუტის
ლექსიკოლოგიის
განყოფილებაში
უფროსი
მეცნიერ
თანამშრომლის
თანამდებობაზე
– ეს
წოდება
სამეცნიერო
ხარისხის
დაუცველად
მიენიჭა
მას
1973 წელს
ინსტიტუტის
გადაწყვეტილებით.
1993 წელს აირჩიეს
საქართველოს
მეცნიერებათა
აკადემიის
აკადემიკოსად.
წლების
განმავლობაში
მუშაობდა
საქართველოს
სახელმწიფო
ენის
მუდმივი
კომისიის
წევრად,
მწერალთა
გამგეობის
პრეზიდიუმისა
და
ენათმეცნიერების
ინსტიტუტის
სამეცნიერო
საბჭოს
წევრად.
დაჯილდოებულია
”საპატიო
ნიშნის”
ორი
ორდენით
და
ღირსების
ორდენით.
1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
1985 წელს ციკლისათვის ”თავაწეული ქართული დროშები” და ბოლო წლებში გამოქვეყნებული მთელი რიგი ლექსებისათვის
მიენიჭა
რუსთაველის
სახელობის
სახელმწიფო
პრემია.
იმავე
წელს
მიენიჭა
გალაქტიონ
ტაბიძის
სახელობის
პრემია.
1997 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია პუბლიცისტიკის დრაგში – თხზულებათა
მეორე
ტომში
შესული
პუბლიცისტურ-ესეისტური
წერილებისათვის.
2006 წელს ანა კალანდაძეს კიდევ ერთი ლიტერატურული პრემია მიანიჭეს – სწორედ ის გახდა საპატიო “საბას” ლაურეატი, რომელიც ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის
გადასცეს.
“დღეს
ბედნიერი
ვარ,
რადგან
თანამედროვე
ქართული
ლიტერატურის
ჯილდო
გადმომეცა.
ეს
ნიშნავს,
რომ
ჩემი
ლექსები
ჯერ
კიდევ
აინტერესებს
ახალგაზრდა
მკითხველს”,
– ასეთი
იყო
ანა
კალანდაძის
მცირე
კომენტარი.
ანა კალანდაძე გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს
83 წლის
ასაკში,
ხანგრძლივი
ავადმყოფობის
შედეგად.
გარდაცვალებამდე
3 თვის
წინ
პოეტმა
ინსულტი
გადაიტანა,
რაც
მისი
ჯანმრთელობის
გაუარესების
მიზეზად
იქცა.
ანა
კალანდაძე
სამების
საკათედრო
ტაძრიდან
გამოასვენეს
და
მთაწმინდის
მწერალთა
და
საზოგადო
მოღვაწეთა
პანთეონში
დაკრძალეს.
ანა კალანდაძემ ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946 წელს გაზეთ ”ლიტერატურა
და
ხელოვნებასა”
და
ჟურნალ
”მნათობში”.
ლექსების
პირველი
კრებული
გამოსცა
1953 წელს,
რომელმაც
დიდი
პოპულარობა
და
საყოველთაო
სიყვარული
მოუტანა.
მისი
პოეტური
კრებულები
შემდგომში
მრავალჯერ
გამოიცა
(1957, 1960, 1967, 1976, 1984, 1985). ყველაზე სრულია მისი ორტომეული, სადაც ორიგინალური ლექსების გარდა დაბეჭდილია ს. მალარმეს, ა. პუშკინის და სხვა პოეტური თარგმანები, აგრეთვე წერილები, ესეები, მოგონებები.ანა კალანდაძის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.
ანა კალანდაძის პოეზია უაღესად თვითმყოფადია. მან ქართულ პოეზიაში
ხანგძლივი
ინტერვალის
შემდეგ
კვლავ
გამოხატა
სულიერი
სინაზე
და
სიფაქიზე.
მისი
ლექსები
გამოირჩევა
სინატიფით
და
პოეტური
აზროვნების
მაღალი
კულტურით.
ნებისმიერ
თემაზე
დაწერილი
მისი
ლექსები
გამოირჩევა
სულიერი
სინაზით,
ინტიმური
ელფერით,
ჰარმონიული
სადა
სტილით
და
ასევე
ჰარმონიული
ფორმით.
პოეტური
პათეტიკისა
და
გულითადობის
შეზავება
ხდება
ზომიერი
არქაიზაციისა
და
სასაუბრო
ინტონაციების
შერწყმით.ასე აჟღერდა
მის
ლექსებში,
კერძოდ
მშვიდობიანი
ცხოვრების
დასაწყისის
თემაც
(“კარში
გამო
ჭიაჭია
მარია”,1946);
ასეთია
ბუნების
განცდა
(“თუთა”,
1945; “ჟუჟუნა
წვიმა
მოვიდა”,
1946; “ბეთანიის
გზაზე”,
1954). ისტორია
ანას
ლექსში
არასოდეს
არ
გვევლინება
გაყინული
სახით
და
თანადროულობაც
პოეტის
წარმოდგენაში
ხშირად
იწვევს
გარდასულ
დროთა
ცხოველ
მოგონებას
(“შენ
ისე
ღრმა
ხარ,
ქართულო
ცაო“,
“ასეთი
დარი
თუ
იყო
მაშინ“,
ორივე
1945; “ღრუბლები”,1953).
ანა
კალანდაძის
პატრიოტიზმი
გამოხატავს
ერის
არსებით
თვისებათა
-სიკეთის,
ქედუხრელობიის,
სიდიადის,
შეწყალების
ორგ.
განცდას
“საქართველოო
ლამაზო,”
მრავალლჟამიერ”,
1952, “ფეხი
დამადგით”,
მას
ალავერდის
დიდებულ
ტაძარს”,
ორივე
1959). მისი
ლექსის
ჟღერადობა
ეფუძნება
თანამედროვე
ადამიანის
ზნეობრივი
სიწმინდისა
და
ამაღლების
დაცვას
(“ნუ
მიმცემ
ეჭვთა”,
1957; “ისევ
გახსენი
გული
ჩენი”,
1961). სიყვარული
ანას
შემოქმედებაში
განუმეორებელი
კდემით
აღსავსე,
ამაღლებული
და
სევდანარევი
რომანტიკული
განცდა
(“რისად
არ
მომხედავ
“, 1945, “შეყვარებული
ოდეს
ქარები”,
1954).
ანა კალანდაძე სიცოცხლეშივე იყო აღიარებული
სახალხო
პოეტად,
მისი
ლექსები
კი
ჩვენს
ბავშვობას
გასდევდა
რითმებად.
ანა
კალანდაძე
ქართული
პოეზიის
ნამდვილი
დედოფალი
იყო,
რაზეც
არა
მხოლოდ
ქართველი
მკითხველის
დამოკიდებულება,
არამედ
მის
მიმართ
უცხოელი
პოეტებისა
თუ
ლიტერატორების
მიერ
გამოთქმული
სიტყვებიც
მოწმობს.
ბელა ახმადულინა თავის წერილებში უდიდესი სითბოთი იხსენებს ანა კალანდაძესთან და მის პოეზიასთან პირველ შეხვედრას: “70-იანი წლების დასაწყისში
თბილისში
სტუმრობისას
ჩემი
მასპინძლები
ქართველი
მწერლები
და
პოეტები
იყვნენ.
როდესაც
პოეზიაზე
ჩამოვარდებოდა
საუბარი,
ყველა
ანა
კალანდაძეს
ახსენებდა.
მისი
რამდენიმე
ლექსის
რუსული
თარგმანი
წაკითხული
მქონდა,
რამაც
ამ
პოეტის
შესახებ
ძალიან
თბილი
შთაბეჭდილება
დამიტოვა.
ერთ-ერთ შეკრებაზე
კი
თავადაც
მობრძანდა
და
რამდენიმე
ლექსი
წაიკითხა.
ეს
იყო
დაუვიწყარი
სიტყვები,
ფრაზები,
რითმები.
თვითოეული
ლექსი
ჩემს
წარმოსახვაში
ულამაზეც
ნახატებად
იშლებოდა.
მოგვიანებით
მომეცა
საშუალება
ანას
ლექსები
რუსულად
მეთარგმნა,
კრებული
გამოიცა
და
უდიდესი
წარმატებით
სარგებლობდა.
თარგმნისას
კი
ჩემს
სამუშაო
ოთახში
საქართველოს
მშვენიერი
ბუნება
იშლებოდა
და
თითქოს
იმ
ისტორიულ
ადამიანებსაც
ვხედავდი,
რომლებზეც
ანა
კალანდაძე
წერდა”.

No comments:
Post a Comment